BiblioCat.ge სასკოლო ბიბლიოთეკებისთვის

მზადყოფნის გამოხატვის ვადა

გაგვიზიარეთ თქვენი სკოლის პასუხი ვადის ამოწურვამდე.

05დღე 13საათი 40წუთი 48წამი
0/ 30

სკოლამ დაადასტურა მზადყოფნა

მიზნამდე დარჩა 30 სკოლა.

რატომ ვატარებთ გამოკითხვას?

სკოლების მიერ 200 ₾-ად შეძენილი BiblioCat-ის ვერსიით მუშაობის გაგრძელება უსაფრთხო აღარ არის. სერვისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად 11 წელი მუშაობდა. მუშაობის უსაფრთხოდ გასაგრძელებლად სისტემა სრულად უნდა გადავწეროთ, დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით.

ხელოვნურმა ინტელექტმა PHP-ის ბირთვში უსაფრთხოების ხარვეზი აღმოაჩინა. სისტემა მოწყვლადია თავდასხმების მიმართ, რამაც შეიძლება პერსონალური მონაცემების გაჟონვა გამოიწვიოს.

Forbes Georgia — მეტი PHP-ის ხარვეზების შესახებ

ამ სამუშაოს დრო და მნიშვნელოვანი ხარჯი სჭირდება. სანამ მუშაობას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ, სჭირდებათ თუ არა სკოლებს ეს სერვისი. ამ ეტაპზე ვატარებთ გამოკითხვას, რათა გავიგოთ, არის თუ არა მინიმუმ 30 სკოლა მზად წლიური გამოწერისთვის.

600 ₾ / წელიწადში

წლიური წინასწარი გადახდა

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

  1. შედით სკოლის ანგარიშით.
  2. მიუთითეთ, მზად ხართ თუ არა გამოწერისთვის.

პასუხი ფინანსურ ვალდებულებას არ გაკისრებთ.

სკოლის ანგარიში

ხშირი კითხვები

როდის დაიწყება გამოწერის ვადა?

12 თვე აითვლება თქვენი სკოლის ახალ სისტემაზე გადასვლის დღიდან.

რა გამოჩნდება საჯაროდ?

მხოლოდ იმ სკოლების საერთო რაოდენობა, რომლებმაც მზადყოფნა გამოხატეს.